ვლადიმერ ბარამიძე
ასოცირებული პროფესორი
ასოცირებული პროფესორი
ასოცირებული პროფესორი
2008 წელს ერასმუსის პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა ბელგიის, ირლანდიის, პორტუგალიისა და გერმანიის უნივერსიტეტებში და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი სურსათის ტექნოლოგიების მიმართულებით, კერძოდ ტექნოლოგიასა და ნუტრიციოლოგიაში. 2011 წელს დაასრულა მაგისტრატურა ოქსფორდის უნივერსიტეტში ინტეგრირებული ბიოლოგიის სპეციალობით. 2017 წელს ამავე სპეციალობით დაიცვა დისერტაცია მცენარეთა ბიოტექნოლოგიის მიმართულებით Julius Kuhn Institute-ში და მიენიჭა ბიოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2012-2014 წლებში იყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ლევან ყანჩაველის სახელობის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის დირექტორი. ამავე პერიოდში იგი იყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ხოლო 2018 წლიდან იკავებს ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობას. აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა კვლევით პროექტებში, რომლებიც დაფინანსებულია CRDF, DTRA, SRNSF და სხვა ორგანიზაციების მიერ. სხვადასხვა პერიოდში კვლევითი მივლინებით იმყოფებოდა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, როგორიცაა პადოვას უნივერსიტეტი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი, ფრანკფურტის მოლეკულური ცენტრი და სხვა. მისი კვლევითი მიმართულებაა დაავადებების დიაგნოსტიკა სექვენირების სხვადასხვა თანამედროვე მეთოდებით, როგორიცაა ოქსფორდ ნანოპორი.
2017 - ბიოლოგიის დოქტორი, ბიოტექნოლოგია და მცენარეთა დაცვა, იულიუს კუნის უნივერსეტეტი
2011 - ოქსფორდის უნივერსიტეტი, მაგისტრატურა ინტეგრიორებული ბიოლოგია
2008 - მაგისტრის ხარისხი, სურსათის ტექნოლოგიები და ნუტრიციოლოგია
ფიტოპათოლოგია (B)
Kunelauri, N., Baramidze, V., Mikeladze, E., Shubladze, E., Koridze, K., Kharabadze, N., Burjanadze, M. (2019). Genotype diversity and pathogenicity of Beauveria spp. Isolates from different ecoregions of Georgia Annals of Agrarian Science, Vol. 17, No 1, pg. 90-101