აკაკი ფაღავა

პროფესორი; ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი

აკაკი ფაღავა

პროფესორი; ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი

ბიოგრაფია

1979 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ელექტრომექანიკის და ელექტრონიკის ფაკულტეტი სპეციალობით ელექტრომექანიკა. 1982-1986 წლებში სწავლობდა და მუშაობდა ბაუმანის სახელობის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში (მოსკოვი). 1986 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ტექნოლოგიის და ინსტრუმენტების კრებულის დამუშავება ათეროსკლეროზით დაზიანებული არტერიების ულტრაბგერითი გაფართოებისთვის“ ბიოსამედიცინო ინჟინერიაში და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. მუშაობდა შესაბამისი კათედრის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად უკონტაქტო და გამწევ ელექტრული ძრავების ლაბორატორიაში. 1986-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრონული-სამედიცინო აპარატურის კათედრაზე ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე და კითხულობდა ლექციებს საგნებში: მართვის თეორია ბიოლოგიურ სისტემებში, ბიოლოგიური სისტემების მოდელირება, ბიოსიგნალების დამუშავება. ეწეოდა სამეცნიერო კვლევებს R-R ინტერვალომეტრიაში, თვალის კვლევის ავტომატიზირებული სისტემების და სხვა ბიოსიგნალების და გამოსახულებების დამუშავებაში, რეალიზაციაში. შესრულებული აქვს ორთაჭალჰესის ძირითადი ელექტრული მოწყობილობების სტატიკური და ავარიული პარამეტრების უწყვეტი კომპიუტერული მონიტორინგის სისტემის დამუშავება და რეალიზაცია, ტუბერკულიოზური ლაბორატორიის მართვის და მონიტორინგის სისტემის, ფარმაცევტული და ორთოპედიული წარმოების ენერგომომარაგების დაგეგმარება, მონტაჟის მონიტორინგი და გაშვება. 2017 წლიდან არის საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის იულიხის კვლევითი ცენტრის JEDI-ს წევრი. 2011 წლიდან იკავებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელის პოზიციასა და პროფესორის აკადემიურ თანამდებობას. 

განათლება

1986 - ბაუმანის სახელობის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი (მოსკოვი). ბიოსამედიცინო აპარატურის კათედრა. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი
1979 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრომექანიკის და ელექტრონიკის ფაკულტეტი, ელექტრული მანქანების და აპარატების სპეციალობა

სასწავლო კურსები

სიგნალების დამუშავება I (B)
სიგნალების დამუშავება II (B)
ინჟინერიის საფუძვლები (B)
მათემატიკური მოდელირება (M)

პუბლიკაციები

ფაღავა ა., შუბითიძე ზ., ანასოვი ა., ნატროშვილი გ., დათუაშვილი ზ., მიდელაშვილი ე. (2015). ბლინების საცხობი ინოვაციური მოწყობილობა სწრაფი კვების ბაზრისათვის. საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის “ფუნქციონალური დანიშნულების კვების პროდუქტების წარმოების ინოვაციური ტექნოლოგიები“ მასალები. ქუთაისი. გვ. 494-496.