დაჩი ჯუგაშვილი
მშენებლობის პროგრამის ხელმძღვანელი
მშენებლობის პროგრამის ხელმძღვანელი
მშენებლობის პროგრამის ხელმძღვანელი
2014 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ მიენიჭა ინჟინერიის ბაკალავრის, ხოლო 2016 წელს ამავე ფაკულტეტის მშენებლობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალიზაციით. 2016 წლიდან მუშაობს სადისერტაციო კვლევაზე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ინჟინერიის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში. 2011-2016 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის, თბილისის მერიისა და სოკარის სტიპენდიანტი. 2020 წლიდან კითხულობს ლექციებს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, ხოლო 2022 წლიდან თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში. 2021 წლიდან ხელმძღვანელობს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მშენებლობის მიმართულებას, არის პროგრამის ხელმძღვანელი და კონსტანტინე ამირაჯიბის ინჟინერიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 2012 წლიდან აქტიურად მუშაობს სამშენებლო სფეროში პროექტირების, მშენებლობისა და ზედამხედველობის მიმართულებებით. 2022 წლიდან არის სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიწვეული ექსპერტი.
2016 - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, სადოქტორო პროგრამა ინჟინერიაში
2016 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამშენებლო ფაკულტეტი, მაგისტრის აკადემიური ხარისხი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალიზაციით
2014 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამშენებლო ფაკულტეტი, ინჟინერიის ბაკალავრის ხარისხი მშენებლობაში
ინჟინერიის საფუძვლები (B)
საანგარიშო პროგრამები: LIRA, SAP2000 (M)