გიორგი მუსხელიშვილი

პროფესორი; ბიოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი

გიორგი მუსხელიშვილი

პროფესორი; ბიოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი

g.muskhelishvili@agruni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოლოგია/ბიოქიმიის სპეციალობით. 1984 წელს დაიცვა დისერტაცია ონკოლოგიური ცენტრის კანცეროგენეზის ინსტიტუტში (მოსკოვი) და გახდა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. 1998 წელს დაიცვა დისერტაცია გენეტიკის დარგში (გერმანული ჰაბილიტაცია - Dr.rer.nat. habil). 1975-1985 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში უმცროს და უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1985-1990 წლებში ეკავა ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტში. 1990-1993 წლებში იყო მაქს პლანკის სტიპენდიატი მაქს პლანკის ბიოქიმიის ინსტიტუტში (მარტინსრიდი). 1993-2001 წლებში ეკავა ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობა და ასოცირებული პროფესორის აკადემიური პოზიცია ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის გენეტიკისა და მიკრობიოლოგიის ინსტიტუტში (მიუნხენი). 2001-2003 წლებში მუშაობდა ასევე ჯგუფის ხელმძღვანელად მაქს პლანკის ტერესტრიული მიკრობიოლოგიის ინსტიტუტში (მარბურგი), 2003-2015 წლებში იგი იკავებდა პროფესორის აკადემიურ პოზიციას იაკობსის უნივერსიტეტში (ბრემენი). 2015-2017 მუშაობდა მიწვეულ პროფესორად ლიონის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნულ ინსტიტუტში (ლიონი). 2017 წლიდან საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი და ბიოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელია.

განათლება

1998 - დაიცვა დისერტაცია (გერმანული ჰაბილიტაცია) გენეტიკაში თემაზე "დნმ-ის ტიპოლოგიის და უჯრედის ფიზიოლოგიის რეგულაცია ნუკლეოდასოცირებული FIS ცილის მიერ"
1984 - დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ბიოქიმიაში თემაზე: "გლუკოკორტიკოიდების გავლენა თიმუსსა და ნეოპლასტურ თიმოციტებზე"
1976 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოლოგიის ფაკულტეტი

სასწავლო კურსები

ზოგადი ბიოლოგია (B)
მოლეკულური გენეტიკა და გენომიკა (M)