ლევან ტატიშვილი

პროფესორი; თავისუფალი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი

ლევან ტატიშვილი

პროფესორი; თავისუფალი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი

ბიოგრაფია

1988 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორად სპეციალობათა ფაკულტეტი, მუსმცოდნეობის განხრით. 1989 წელს - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი. 1996 წელს დაასრულა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2005 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს თბილისის უნივერსიტეტის კინორეჟისურის ფაკულტეტი. მას აქვს სხვადასხვა სფეროებსა და პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, მათ შორის იკავებდა არქიტექტორის, კინორეჟისორისა და სამოქალაქო სამართლის ადვოკატის პოზიციებს. იგი აქტიურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა წლებში და კითხულობდა ლექციებს მრავალი მიმართულებით. აქვს მედიევისტიკის მაგისტრისა (ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტი, ბუდაპეშტი) და კულტუროლოგიის დოქტორის (სამხატვრო აკადემია) სამეცნიერო ხარისხები. 2009-2016 წლებში უძღვებოდა კულტუროლოგიისა და მე-17-18 საუკუნეების სამსახიობო ოსტატობა და რეტორიკული შესრულების კურსებს. ასევე, სხვადასხვა უნივერსიტეტებში იყო ფილოსოფიის, კლასიკური რეტორიკის, დრამის თეორიისა და ლათინური ენის ლექტორის პოზიციებზე. 2004-2005 წლებში ნორსვესტერნის უნივერსიტეტში ილინოისის შტატში, პერფორმანსის კათედრაზე მუშაობდა ფიზიკური თეატრისა და დრამის თეორიის ლექტორის პოზიციაზე. მოპოვებული აქვს DAAD-ის სტიპენდია ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში. 2009-2013 წლებში მუშაობდა ლექტორად თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, ხოლო 2014 წლიდან არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის თავისუფალი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი. მას უკავია ამავე უნივერსიტეტის პროფესორის აკადემიური თანამდებობა და კითხულობს სხვადასხვა საგნებს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში.

განათლება

2015 - კულტუროლოგიის დოქტორი, სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების თეორიის და ისტორიის კათედრა
2005 - კონრეჟისურა - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
1997 - მედიევისტიკის მაგისტრი, ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტი, ბუდაპეშტო
1996 - სამართალმცოდნეობა - თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი
1989 - არქიტექტურა - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
1988 - მუსმცოდნეობა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორად სპეციალობათა ფაკულტეტი

სასწავლო კურსები

ვიზუალური და სივრცითი აზროვნება I (B)
რეტორიკული სავარჯიშოები: პროგიმნასმატა (B)
არგუმენტაცია და სტატუსი (B)
შესავალი აკადემიურ კვლევაში (B)
Artes Liberales: სადემონსტრაციო პროექტი (B)
პერფორმანსი და მეტყველება (B)
პროექტირება, მაკეტირება და ქანდაკება (B)
პრაქტიკული პროექტი (B)
კითხვის სემინარი (B)
შესავალი ვიზუალურ ხელოვნებაში (B)
მედიევისტიკა (B)
ფილოლოგიური და კრიტიკული კითხვის სემინარი (B)
რეტორიკული სტილი (B)
კვლევითი წინადადება (Research Proposal) სამსახიობო ოსტატობა (B)
კრიტიკული შინაარსის აკადემიური ნაშრომი (B)
აფექტები სახვით ხელოვნებაში (B)