მამუკა ბენაშვილი
ასოცირებული პროფესორი; მექანიკის ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი
ასოცირებული პროფესორი; მექანიკის ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი
ასოცირებული პროფესორი; მექანიკის ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი
2000 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ფაკულტეტი სოფლის მეურნეობის მექანიზაციის სპეციალობით. 2002 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის აგროსაინჟინრო ფაკულტეტი სოფლის მეურნეობის მექანიზაციის სპეციალობით, ხოლო 2006 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: სათოხნი კულტურების რიგთაშორისებში ადაპტური მუშა ორგანოს დამუშავებადა მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 2003 წლიდან მუშაობს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ლაბორანტის, მასწავლებლის, აგროსაინჟინრო ფაკულტეტის დეკანის და პროგრამის ხელმძღვანელის პოზიციებზე. სხვადასხვა წლებში იმყოფებოდა კვლევით მივლინებებში ჰოლანდიაში, გერმანიასა და ისრაელში. არის რამდენიმე სამეცნიერო გრანტის ხელმძღვანელი. იგი ასევე არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 2011 წლიდან იკავებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიურ პოზიციას. 2013 წლიდან ხელმძღვანელობს საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლის მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამას.
2006 - ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი
2002 - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, მაგისტრი
2000 - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, ბაკალავრი
ინჟინერიის საფუძვლები (B)
მექანიზაცია (B)
მასალათა გამძლეობა ლაბორატორია (B)
საკურსო პროექტი (B)