ნატო კობახიძე
პროფესორი; ლანდშაფტის მენეჯმენტის, საპარკო და სატყეო საქმის პროგრამის ხელმძღვანელი
პროფესორი; ლანდშაფტის მენეჯმენტის, საპარკო და სატყეო საქმის პროგრამის ხელმძღვანელი
პროფესორი; ლანდშაფტის მენეჯმენტის, საპარკო და სატყეო საქმის პროგრამის ხელმძღვანელი
1986 წელს უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე სწავლა განაგრძო ასპირანტურაში და 1995 წელს ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტში დისერტაციის დაცვის შემდეგ მიენიჭა ბიოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი, კვალიფიკაცია - მეტყევეობა, ტყეთმცოდნეობის მიმართულებით. 1995-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო სამეურნეო უნივერსიტეტში სატყეო ფაკულტეტის, ბუნების დაცვისა და მეტყევეობის კათედრაზე ლაბორანტის პოზიციიდან ასოცირებული პროფესორის პოზიციამდე. ამ პერიოდის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს სატყეო ფაკულტეტზე ძირითად წამყვან სპეციალობის საგნებში: დენდროლოგია, მეტყევეობა, ბუნების დაცვა ეკოლოგიის საფუძვლები. 2006-2016 წლებში ხელმძღვანელობდა სატყეო ფაკულტეტს და იკავებდა ამავე ფაკულტეტის დეკანის პოზიციას. 2013 წლიდან არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი და აქტიურადაა ჩართული უნივერსიტეტის აკადემიურ საქმიანობაში, როგორ სალექციო, ასევე მაგისტრანტებისა და დოქტორანტების სამეცნიერო ნაშრომების მომზადებისა და დაცვის პროცესში. იგი ასევე იკავებს სადოქტორო სკოლის კოორდინატორის პოზიციას. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო პროექტებში. გამოქვეყნებული აქვს 40 ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, სახელმძღვანელო და მონოგრაფია. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, მათ შორის 2014 წელს ამერიკაში სოლთ ლეიქ სითიში გამართულ XXIV „IUFRO“ მსოფლიო კონგრესზე. 2016 წლიდან არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ლანდშაფტის მენეჯმენტის, საპარკო და სატყეო საქმის პროგრამის ხელმძღვანელი.
1995 - დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "დასავლეთ საქართველოში წიფლის ბუნებრივი განახლება ტყის ტიპებთან დაკავშირებით"
1986 - დაამთავრა სატყეო ფაკულტეტი, მიენიჭა მეტყევე ინჟინრის კვალიფიკაცია.
დენდროლოგია I (B)
დენდროლოგია II (B)
მეტყევეობა, ტყეთმცოდნეობა (B)
სატყეო საქმის ინტეგრირებული კურსი (M)
ქავთარაძე, გ., ბასილიძე, ლ., ავოიანი, ე., მანველიძე, ზ., აფციაური, ბ., გოგინაშვილი, ნ., ბაჩილავა, მ., კობახიძე, ნ. (2024). უცხო მერქნიან მცენარეთა ინვაზია საქართველოს დაცული ტერიტორიების ტყის ჰაბიტატებში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, ISBN 978-9941-8-6267-0, თბილისი, გვ. 280.
ქავთარაძე, გ., ჩიბურდანიძე, კ., გოგინაშვილი, ნ., კობახიძე ნ. (2023). ფერმერულ მეურნეობაში პავლოვნიას (Paulownia elongata) მოკლე როტაციის პლანტაციის პროდუქტიულობა. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ,,სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა და ცხოველთა ბიომრავალფეროვნება, კონსერვაცია და გამოყენების პერსპექტივები“ შრომათა კრებული,146-153.
Kavtaradze, Giorgi, Basilidze, Lado, Pergl, Jan, Avoiani, Elizaveta, Goginashvili, Nani, Kobakhidze, Nato. (2022). Invasive Alien Woody Plants in the Protected Areas of Georgia: Invasive Range, Environmental Impact and Invaded Forest Habitats, 12th International Conference on Biological Invasion, Tartu, Estonia
Paule, J., Goginashvili, N., Tvauri, I., Gabashvili, E., Kotetishvili, M., Kobakhidze, N. (2021). Identification and genetic diversity of Acer ibericum (Aceraceae) populations in Georgia (South Caucasus), Journal of Forest Science, 67 (9): 420–426 (SJR – 0,250)
ქავთარაძე, გიორგი, კაპანაძე, პაპუნა, კობახიძე, ნატო. (2021). ტყის მდგრადი მართვის საკითხები საქართველოს პირველ ბიოსფერულ რეზერვატში, სსმმა/გარემოს დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ინტერნეტ კონფერენცია „ტყის ეკოსისტემების გარემოსდაცვითი ფუნქციისოპტიმიზაციის გზები საქართველოში”, შრომათა კრებული p. 988, გვ. 86-93, ISBN 978–9941–8–3423–3
Bitsadze, N., Beruashvili, M., Pavliashvili, K., Khazaradze, R., Jorjadze, A., Chabashvili, G., Shanidze, S., Kobakhidze, N. (2021). Main oak species and fungi associated with oak trees described in Georgian mycological herbarium. Annals of Agrarian Science. DOI: 10.1016/j.aasci.2018.06.004
Kavtaradze, Giorgi, Basilidze, Lado, Pergl, Jan, Avoiani, Elizaveta, Aptsiauri, Besarioni, Kobakhidze, Nato. (2020). Invasive woody species and their potential environmental impact on natural riparian and lowland forests of Eastern Georgia (case study of the Gardabani managed reserve). Book of Abstracts of 11th International Conference on Biological Invasion, Vodice, Croatia, 81
Goginashvili, N., Ekhvaia, J., Doborjginidze, R., Bachilava, M., Tvauri, I., Kobakhidze, N. (2020). Comparative analysis of the three Caucasian oak taxa in Georgia (South Caucasus) based on leaf macromorphological variation. J. Annals of Agrarian Science Vol. 18 No. 4 490–499
ბიწაძე, ნ., ბერუაშვილი, მ., პავლიაშვილი, ქ., ხაზარაძე, რ., ჯორჯაძე, ა., ჭაბაშვილი, გ., შანიძე, ს., კობახიძე, ნ. (2018). საქართველოს მიკოლოგიურ ჰერბარიუმში აღწერილი მუხის მთავარი სახეობები და მათზე ასოცირებული სოკოები. Annals of Agrarian Science.
Kavtaradze, G., Kobakhidze, N. (2014). Global Importance of Georgian Forest Biodiversity, Book of abstracts of XXIV IUFRO World Congress, pp. 242-245, Salt Lake City, Utah, USA
ქავთარაძე, გ., კობახიძე, ნ. (2014). ტყის მეურნეობის განვითარების ისტორიული ასპექტები საქართველოში, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის "ტყეების მდგრადი მართვის თანამდეროვე გამოწვევები კავკასიაში". თეზისების კრებული, გვ. 14-15
ქავთარაძე, გ., კობახიძე, ნ. (2013). სწრაფმზარდი ხე მცენარეების მიზნობრივი ინტროდუქციის გამოწვევები, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მასალები. გვ. 131-133