თეო ურუშაძე
პროფესორი; აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის დეკანი
პროფესორი; აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის დეკანი
პროფესორი; აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის დეკანი
1990 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი აგრონომის სპეციალობით. 1994 წელს დაიცვა საკანდიდატო და 2003 წელს სადოქტორო დისერტაცია, რის შედეგადაც მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური წოდება. 1995 წელს დაამთავრა ატლანტის უნივერსიტეტის გარემოს დაცვისა და დაგეგმვის საერთაშორისო მენეჯერთა ცენტრის მაგისტრატურა, მიენიჭა აგრობიზნეს მენეჯერის მაგისტრის წოდება. 2006 წლიდან არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი. 2005-2006 წლებში კასელის უნივერსიტეტში გაიარა გადამზადების კურსები. 1998-2011 წლებში მუშაობდა მსოფლიო ბანკისა (WB) და IFAD მიერ დაფინანსებულ პროექტებში, 1991 წლიდან საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2011 წელს გახდა აგრონომიული ფაკულტეტის დეკანი, ხოლო 2013 წლიდან იკავებდა აგრარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სკოლის დეკანის თანამდებობას. აქტიურად მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო პროექტში. 2009-2012 წლებში იყო „სამხრეთ კავკასიის კომპოსტის“ პროექტის ხელმძღვანელი, 2010-2013 წლებში Tempus პროექტის, „ახალი სამაგისტრო პროგრამა გამოყენებითი ბიომეცნიერებების დარგში“, კოორდინატორი, ხოლო 2015-2018 წლებში ENPARD-ის პროექტის, „სოფლის მეურნეობის საგანმანათლებლო და კვლევითი ორგანიზაციების ინსტიტუციონალური გაძლიერება“, კოორდინატორი. ასევე, 2017-2023 წლებში ფოლკცვაგენის ფონდის (VW) მიერ დაფინანსებული პროექტის, „მდგრადი სოფლის მეურნეობა და სასურსათო სისტემები სადოქტორო პროგრამა“, დირექტორი. ამჟამად იგი იკავებს აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის დეკანის თანამდებობას.
2003 - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი
1995 - ატლანტის უნივერსიტეტის გარემოს დაცვისა და დაგეგმვის საერთაშორისო მენეჯერთა ცენტრი, აგრობიზნეს მენეჯერის მაგისტრი
1994 - ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი
1990 - საქართველოს სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი, აგრონომი
ურუშაძე, თენგიზ, ქვრივიშვილი, თამარ, ურუშაძე, თეო, წერეთელი, გიული, კახაძე, რუსუდან. (2020). ნიადაგის საველე კვლევა. თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა. 161 გვ.
Urushadze, Jorbenadze, Teo Urushadze, Kunchulia. (2017). Physical properties of the soils of Georgia. Annals of Agrarian Science
Urushadze, Jorbenadze, Teo Urushadze, Kunchulia. (2017). Physical properties of arable farming soils of Eastern Georgia. Bulletin of National Agrarian University of Armenia
Urushadze, Tkhelidze, Teo Urushadze. (2014). Agrochemical Characterization of the Main Soil Types of Georgia. Annals of Agrarian Science, vol.12, 4, 2014, 24-31