საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლა

კვლევის სამაგისტრო პროგრამის აღწერა ელექტრონულ და კომპიუტერულ ინჟინერიაში

ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამის მიზანს წარმოადგენს მომზადდეს მაგისტრი, რომელსაც ექნება საინჟინრო დისციპლინების და თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამის სპეციალიზაციებში თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რათა წარმართოს მრავალმხრივი, კომპლექსური საქმიანობა. მყარი საბაზისო ცოდნითა და დროის შესატყვისი უნარებით აღჭურვილი ადვილად შეძლებს დინამიკურად ცვალებად გარემოში ორიენტირებას და ამ გარემოსთან ადაპტაციას, გაცნობიერებული ექნება ახალი ორიგინალური იდეების შემუშავებისა და განხორციელების როლი.

პროგრამის მიზანია მოამზადოს მაგისტრი, რომელსაც ექნება ცოდნა: მიმართულების თეორიულ და პრაქტიკულ საფუძვლებში; მასობრივი მომსახურების თეორიაში, რომელიც დაფუძნებულია ალბათური მოდელების და პროცესების წრფივი მათემატიკური მოდელების აგების პრინციპებზე; თანამედროვე საწარმოების, ოფისებისა და შენობების კომპიუტერული ქსელების შესაქმნელად, გასამართად და გამოსაცდელად; ექნება თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ელექტრული და ელექტრონული სქემების სინთეზის და ანალიზის მეთოდებში, მათი გაანგარიშების და მოდელირების საერთაშორისოდ მიღებულ გამოყენებით პროგრამებში, თანამედროვე საწარმოების, ოფისების და შენობების უწყვეტი ენერგომომარაგების სისტემის დაპროექტებაში, რეალიზაციასა და გამოცდაში, ამ სისტემების მონიტორინგში.

მიმართულებას აქვს მჭიდრო კონტაქტები გერმანიის იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან, როსენდორფ-დრეზდენის სამეცნიერო კვლევით ცენტრთან და დარმშტადტის GSI კვლევით ცენტრთან, სადაც წარმატებულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ თანამედროვე საერთაშორისო დონის კვლევებში.

ელექტრონული და კომპიუტერული სამაგისტრო პროგრამას აქვს ორი კონცენტრაცია:

  • ავტომატიზებული მართვის სისტემები
  • კომპიუტერული ინჟინერია

ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა დატვირთულია ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით. ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები მიმდინარეობს ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის (learning-by-doing) გამოყენებით, რაც ნიშნავს რომ სტუდენტები ეუფლებიან პროფესიას ინდივიდუალურად მუშაობის გზით და საკუთარი ხელით ასრულებენ პრაქტიკულ დავალებას/ამოცანას. გარდა ამისა, პრაქტიკული/ლაბორატორიული მეცადინეობები სტუდენტთა მცირე ჯგუფებში ტარდება, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.

სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - კვლევის მაგისტრი ელექტრონულ ინჟინერიაში. სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობაა 1 წელი.

კურიკულუმი

კვლევის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმი ელექტრონულ და კომპიუტერულ ინჟინერიაში მოიცავს 60 კრედიტს, შესაბამისი კურიკულუმები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ (შესაბამისი ბმული)

პროგრამა არ ითვალისწინებს მიღებას 2026 აკადემიური სასწავლო წლისთვის.

სკოლის შესახებ

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლა ახორციელებს 7 აკრედიტებულ პროგრამას:

  • ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა
  • მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა
  • მშენებლობის საბაკალავრო პროგრამა
  • ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა
  • მშენებლობის სამაგისტრო პროგრამა
  • ინჟინერიის სადოქტორო პროგრამა
  • მექანიკის ინჟინერიის სადოქტორო პროგრამა

საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლის პროგრამები შედგენილია თანამედროვე საინჟინრო მოთხოვნების გათვალისწინებით, საერთაშორისო უნივერსიტეტების: მიჩიგანის (აშშ), მისურის (აშშ), კალიფორნიისა (აშშ) და მიუნხენის (გერმანია) უნივერსიტეტების პროგრამების ანალიზის საფუძველზე. 

საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლის პროგრამები დატვირთულია ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით. ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები მიმდინარეობს ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის (learning-by-doing) გამოყენებით, რაც ნიშნავს რომ სტუდენტები ეუფლებიან პროფესიას ინდივიდუალურად მუშაობის გზით და საკუთარი ხელით ასრულებენ პრაქტიკულ დავალებას/ამოცანას. გარდა ამისა, პრაქტიკული/ლაბორატორიული მეცადინეობები სტუდენტთა მცირე ჯგუფებში ტარდება, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.

საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლის პროფესორების დიდი ნაწილი სწავლების პარალელურად უშუალოდ და აქტიურად არის ჩართული კვლევებში, მათ შორის, მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო ინსტიტუტების ინფრასტრუქტურაში. ეს კარგ შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს ჩაერთონ სამეცნიერო კვლევებში.

საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლას მჭიდრო კონტაქტები გერმანიის იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან, სადაც სტუდენტებს აქვთ საშუალება ჩაერთონ თანამედროვე საერთაშორისო დონის კვლევებში.

დეკანი

Ზაზა Მეტრეველი

ზაზა მეტრეველი

პროფესორი; საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლის დეკანი; კონსტანტინე ამირაჯიბის ინჟინერიის ინსტიტუტის დირექტორი

z.metreveli@agruni.edu.ge

პროგრამის ხელმძღვანელი

Აკაკი Ფაღავა

აკაკი ფაღავა

პროფესორი; ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი

a.pagava@agruni.edu.ge
Მამუკა Ბენაშვილი

მამუკა ბენაშვილი

პროფესორი; მექანიკის ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი

m.benashvili@agruni.edu.ge
Დაჩი Ჯუგაშვილი

დაჩი ჯუგაშვილი

მშენებლობის პროგრამის ხელმძღვანელი; ლექტორი

d.jugashvili@agruni.edu.ge