ოლიმპიელების ბანაკი 2024

ოლიმპიელების ბანაკი 2024

აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტები, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების მესამე ტურში გადასულ XI და XII კლასის მოსწავლეებს გიწვევთ ბაზალეთის სასწავლო ცენტრში ოლიმპიელთა შემეცნებით ბანაკში.

თითოეულ მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასელს, რომელიც გადავიდა ეროვნული ოლიმპიადის მესამე ტურში, ჩვენ საშუალებას ვაძლევთ რამდენიმე დღის განმავლობაში, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მიერ მომზადებული სპეციალური პროგრამით, საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი გამოცდილება მიიღონ ლექციებსა თუ სემინარებზე დასწრებითა და მონაწილეობით.

ბანაკები დაკომპლექტდება მსგავსი საგანმანათლებლო და პროფესიული ინტერესების მქონე მოსწავლეებით, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების შესაბამის პროგრამებზე დაყრდნობით. ოლიმპიელებისთვის ბანაკში მონაწილეობის, კვების, საცხოვრებელ და ტრანსპორტირების ხარჯებს სრულად აფინანსებს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები.

ოლიმპიელების ბანაკზე რეგისტრაცია დასრულდება 13 აპრილს, 2024. 

საკონტაქტო ინფორმაცია

თეკო ძიძიგური