რჩევები აბიტურიენტებს

აბიტურიენტებო, აგრარულ უნივერსიტეტში მოსალოდნელი მაღალი კონკურსი ნუ გახდება თქვენი არჩევანის შეცვლის საფუძველი.

დაიწყო პერიოდი, როცა შენ არჩევანს გააკეთებ და უმაღლეს სასწავლებლებს პრიორიტეტების მიხედვით დაალაგებ.

აგრარული უნივერსიტეტის შემთხვევაში, შესაძლოა მოსალოდნელმა მაღალმა კონკურსმა პრიორიტეტის შეცვლაზე დაგაფიქროს. მნიშვნელოვანია, რომ მოსალოდნელი მაღალი კონკურსი შენი პირველადი არჩევანის შეცვლის მიზეზი არ გახდეს.

რატომ?

მთავარი თქვენ მიერ გამოცდებზე მიღებული ქულაა. თუკი აგრარულ უნივერსიტეტს პირველ პრიორიტეტად აირჩევ და საკმარის ქულებს ვერ დააგროვებ, შენ მეორე ან შემდგომ პრიორიტეტულ უნივერსიტეტში მაინც მოხვდები. სხვა თუ შენზე ნაკლები ქულა ექნება, მიუხედავად საკუთარ ჩამონათვალში პროგრამების რიგითობისა, მაინც ვერ შეძლებს წაგართვას ადგილი შენს მიერ მეორე, მესამე და თუ შემდეგ რიგითობაზე მონიშნულ პროგრამაზე. 

აგრარულ უნივერსიტეტში მოსახვედრი ქულა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, რომელთა წინასწარ ცოდნა აბიტურიენტისა და უნივერსიტეტისთვის შეუძლებელია. ამ ფაქტორებს განსაზღვრავს კონკურენცია აბიტურიენტებს შორის - როგორც ქულების, ისე სასურველი პროგრამების არჩევანის და ამ არჩევანის პრიორიტეტულობის მხრივ. ვინაიდან, ეს ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი არც აბიტურიენტისთვის და არც უნივერსიტეტისთვის, სანამ ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი ჩარიცხვების პროცესს არ დაასრულებს, შეუძლებელია ე.წ. "გამსვლელი" საკონკურსო ქულის დასახელება წინასწარ. 

წინა წლების აბიტურიენტების შედეგების სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ვებ-გვერდს: https://naec.ge/#/ge/index და ერთიანი ეროვნული გამოცდების განყოფილებაში ნახოთ შედეგების არქივი წლების მიხედვით. 
გარდა ამისა, უშუალოდ ჩვენს უნივერსიტეტში ჩარიცხული წინა წლების აბიტურიენტების შედეგები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს დახურულ FB ჯგუფში სახელწოდებით: Freeuni & Agruni აბიტურიენტების კლუბი 2023. 

აგრარულ უნივერსიტეტს არ აქვს რაიმე შეზღუდვა მიღებაზე, სახელმწიფო გრანტის მოცულობიდან გამომდინარე და როგორც წესი ჩვენთან სწავლობენ 70%-იანი, 50%-იანი და სახელმწიფო გრანტის არმქონე სტუდენტები. 

გამოცდები