10 წლის კატის, შოტლანდიური ფოლდის მეტისი ქვინის ისტორია
17 მაისი 2025
კლინიკა ვეტერინარიუმში მოიყვანეს 10 წლის კატა, შოტლანდიური ფოლდის მეტისი ქვინი, შემდეგი კლინიკური ნიშნებით: მთლიან სხეულზე და თვალის მიდამოში გამონაყარი, ინტენსიური ქავილი, სუნთქვის გაძნელება, პირღებინება და დიარეა.
დიაგნოსტიკურ და თერაპიულ პროცესს მართავდა ვეტერინარიუმის მთავარი ვეტერინარი და თერაპიის განყოფილების უფროსი, ანა ქუმსიშვილი. სიმპტომების სირთულისა და მრავალფეროვნების გამო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პაციენტის კომპლექსური დიაგნოსტიკის შესახებ.
ქვინს ჩაუტარდა შემდეგი დიაგნოსტიკური პროცედურები:
- ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა
- რენტგენოგრაფიული გამოკვლევა
- სისხლის საერთო ანალიზი
- სისხლის ბიოქიმიური ანალიზი
- ელექტროლიტების დონის ანალიზი
- კანისა და ბეწვის კლინიკური გამოკვლევა
პირველადი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გაჩნდა ეჭვი კატის ინფექციური პერიტონიტის (Feline Infectious Peritonitis – FIP) არსებობაზე, რის გამოც დაინიშნა სპეციფიკური დიაგნოსტიკური ტესტი, რომელმაც დადებითი პასუხი აჩვენა.
დასმული დიაგნოზი - FIP-ის ოკულარული ფორმა - წარმოადგენს დაავადების ერთ-ერთ არაკლასიკურ, თუმცა სერიოზულ გამოვლინებას, რომელიც ხშირად დაკავშირებულია თვალის ანთებით პროცესებთან, მხედველობის დაქვეითებასა და თვალშიგა სტრუქტურების დაზიანებასთან.
ანამ შეიმუშავა სამკურნალო გეგმა, რომელიც მოიცავდა სპეციფიკურ ანტივირუსულ მკურნალობას, ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებს და დამხმარე თერაპიას. მკურნალობის კურსმა დაახლოებით 4 თვეს გასტანა, რის შედეგადაც პაციენტი კლინიკურად გამოჯანმრთელდა.
მსგავსი სიახლეები
15 თებერვალი 2026
აქცია მიუსაფარი ფისოებისთვის
13 თებერვალი 2026
პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი ახალგაზრდა ფისოში
12 თებერვალი 2026
ბიოფსია ვეტერინარიუმში - ზუსტი დიაგნოზისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი
09 თებერვალი 2026
პუდელი ჩაპის კლინიკური შემთხვევა
08 თებერვალი 2026