15 მაისს პროფესორ ვანო ნასიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფრენცია გაიმართება

14 მაისი 2014

15 მაისს 15.00 საათზე დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში (აუდიტორია #200) გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, გენეტიკოსისა და ანთროპოლოგის, პროფესორ ვანო ნასიძის (1964-2012) დაბადებიდან 50 წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომა გაიმართება.

ივანე (ვანო) ნასიძე 1964 წლის 26 მაისს დაიბადა და მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება კავკასიური პოპულაციების გენეტიკურ შესწავლას მიუძღვნა. სწავლობდა თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე. შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ვანო ნასიძის ნაშრომების უმეტესობა მიძღნილია კავკასიური პოპულაციებისადმი.

1998 წ - გარდაცვალებამდე (2012 წ) მოღვაწეობდა მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტში, გენეტიკის დეპარტამენტში (ლაიპციგი, გერმანია).

ღონისძიების პროგრამა:

1. შესავალი სიტყვა - აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე;
2. ვ. ნასიძის სამეცნიერო მოღვაწეობა - აკად.თენგიზ ბერიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბიოლოგიის განყოფილება;
3. ვ. ნასიძის წვლილი ადამიანის გენეტიკის კვლევების განვითარებაში საქართველოში - პროფ. თეიმურაზ ლეჟავა, ი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტი;
4. ვანო ნასიძის კვლევები და ქალებისა და მამაკაცების გავრცელების განსხვავებული უნარი - პროფ. დავით თარხნიშვ ილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
5. ადამიანის მოლეკულური გენეტიკის განვითარების პერსპექტივები საქართველოში - პროფ. რამაზ შენგელია, სამედიცინო უნივერსიტეტი;
6. პროფ. მარკ სტონეკინგი, ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტი, ლაიპციგი;
7. პროფ. ბერნარდ კამრი, ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტი, ლაიპციგი;
8. პროფ.მანფრედ კაიზერი, როტერდამის ერაზმუსის უნივერსიტეტი;
9. მოგონებები.

დასწრება თავისუფალია.

მსგავსი სიახლეები