165 000 ლარის სასწავლო გრანტი კონკურსში გამარჯვებულებს

03 ივნისი 2015

3 ივნისს კამპუსს აბიტურიენტების ეწვივნენ, რომლებმაც თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში ჩატარებულ კონკურსებში მიიღეს მონაწილეობა და შესაბამისად სასწავლო ვაუჩერები მოიპოვეს.
მხოლოდ 2015 წელს ჩატარებულ კონკურსებში კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდმა გამარჯვებულებსა და პრიზიორებს ჯამში 165 000 ლარის სასწავლო გრანტი გადასცა.
წელს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში 10 კონკურსი ჩატარდა:
✌ ედისონის ლიგა
✌ ლავუაზიეს წრე
✌ Street Art
✌ ჰაკათონი
✌ Game Jame
✌ დანაშაული და სამართალი
✌ ლაკონიური წერის კონკურსი
✌ ჟურნალისტური წერის კონკურსი
✌ დიზაინის კონკურსი
✌ ფიზიკოს-ექსპერიმენტატორთა კონკურსი
აბიტურიენტების სტუმრობის მიზანი, მათთან ხელშეკრულებების გაფორმება იყო. მოპოვებული ვაუჩერების მეშვეობით, მათ სწავლის გადასახადი შეუმცირდებათ.

მსგავსი სიახლეები