2025-2026 აკადემიური წლის მეხუთე გაცნობითი პროგრამა ჩატარდა


10 თებერვალი 2026

კახა ბენდუქიძის კამპუსში 2025-2026 აკადემიური წლის მეხუთე გაცნობითი პროგრამა 30 იანვარს გაიმართა. გაცნობით პროგრამას 500-მდე მოსწავლე დაესწრო და დეტალური ინფორმაცია მიიღო თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პროგრამების შესახებ.

გაცნობითი პროგრამების ფარგლებში, აბიტურიენტებს აქვთ შესაძლებლობა ეწვიონ კამპუსს, გაეცნონ მათთვის საინტერესო პროგრამებსა და სასწავლო გარემოს, მიიღონ ინფორმაცია უნივერსიტეტში ჩაბარების პირობების შესახებ, გაესაუბრონ მომავალ ლექტორებს, დაესწრონ სასურველ ლექციებს და მიიღონ ამომწურავი პასუხები მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე.

2025-2026 აკადემიური წლის მეექვსე გაცნობითი პროგრამა დაგეგმილია 27 თებერვალს.

Gacnobiti1 Gacnobiti 2 Gacnobiti3 Gacnobiti4 Gacnobiti5 Gacnobiti6 Gacnobiti7 Gacnobiti8 Gacnobiti9 Gacnobiti10