2025-26 სასწავლო წლის მესამე გაცნობითი პროგრამა ჩატარდა
04 დეკემბერი 2025
კახა ბენდუქიძის კამპუსში 2025-2026 აკადემიური წლის მესამე გაცნობითი პროგრამა 21 ნოემბერს გაიმართა. გაცნობით პროგრამას 500-მდე მოსწავლე დაესწრო და დეტალური ინფორმაცია მიიღო თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პროგრამების შესახებ.
გაცნობითი პროგრამების ფარგლებში, აბიტურიენტებს აქვთ შესაძლებლობა ეწვიონ კამპუსს, გაეცნონ მათთვის საინტერესო პროგრამებსა და სასწავლო გარემოს, მიიღონ ინფორმაცია უნივერსიტეტში ჩაბარების პირობების შესახებ, გაესაუბრონ მომავალ ლექტორებს, დაესწრონ სასურველ ლექციებს და მიიღონ ამომწურავი პასუხები მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე.
2025-2026 აკადემიური წლის მეოთხე გაცნობითი პროგრამა დაგეგმილია 20 დეკემბერს.
მსგავსი სიახლეები
16 დეკემბერი 2025
დასაქმების ფორუმი კამპუსში
16 დეკემბერი 2025
მზარეულის პროფესიული პროგრამა მოიცავს საგანს - მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო
10 დეკემბერი 2025
Vet CT • ვეტ სითი კახა ბენდუქიძის კამპუსში
09 დეკემბერი 2025
პეკინეს ბუბუს ლაპაროსკოპიული სტერილიზაცია ჩაუტარდა
08 დეკემბერი 2025