5 ფინალისტიდან 4 აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტია

23 დეკემბერი 2014

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციამ გოგი ჭირაქაძის პრემიის ლაურეატები გამოავლინა.

ნაშრომების შემფასებელმა კომისიამ მუშაობა 22 დეკემბერს დაასრულა და საფინალო ხუთეული დაასახელა, რომელთა შორის 4 მათგანი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტია. კომისია შედგებოდა სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორებისაგან, რომელთაც ნაშრომები გაეგზავნათ ანონიმურად.

23 დეკმებერს კი ხუთეულს შორის ადგილები გადანაწილდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი ადგილი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტმა დაიკავა:

ბაჩუკი შაშიკაძე (საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი) - I პრემია - 300 ლარი;
კესო ბარამიძე (საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი) II პრემია - 200 ლარი;
ნინო ზვიადაზე (თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი) - III პრემია - 100 ლარი;
ოთარ ბიბილეიშვილი (საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი) - III პრემია - 100 ლარი;
ნონა ნონიაშვილი (საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი) - III პრემია - 100 ლარი.

უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა მადლობას უხდის სტუდენტებს და ულოცავს მიღწეულ წარმატებას.

მსგავსი სიახლეები