6 თვის ფისო თინას ისტორია
13 დეკემბერი 2025
6 თვის ფისო თინას, სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად დაუზიანდა ქვედა ყბა. თავდაპირველად უჭირდა პირის მოძრაობა, მოგვიანებით კი საერთოდ ვეღარ აღებდა პირს.
ფისოს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია კახა ბენდუქიძის კამპუსში მდებარე კომპიუტერული ტომოგრაფიის ცენტრში Vet CT • ვეტ სითი-ში. კვლევის შედეგად დადგინდა ორივე საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ანკილოზი. ანკილოზი არის მდგომარეობა, როდესაც სახსარში მოძრაობა შეუძლებელია ძვლების სასახსრე ზედაპირების შეზრდის გამო.
10 დეკემბერს ფისოს ვეტერინარიუმში ჩაუტარდა ბილატერალური საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის რეზექციული ართროპლასტიკა. ოპერაციის მეორე დღიდან ის უკვე თავისუფლად აღებს პირს და დამოუკიდებლად მიირთმევს საკვებს. იმის გამო, რომ პაციენტი ოპერაციამდე პირს ვერ აღებდა, ინტუბაციისთვის საჭირო გახდა დროებითი ტრაქეოსტომია.
რთული ქირურგიული პროცედურა შეასრულა ვეტერინარიუმის ქირურგიის განყოფილების უფროსმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ, ხოლო ანესთეზია წარმატებით მართა კლინიკის ანესთეზიოლოგმა ნათია რობაქიძემ. ქირურგს ასისტირებას უწევდა ლუკა ღლონტი.
პოსტს თან ერთვის კომპიუტერული ტომოგრაფიით მიღებული გამოსახულება.
მსგავსი სიახლეები
03 აპრილი 2026
დიაბეტური კეტოაციდოზი კატაში
28 მარტი 2026
პირველად საქართველოში ვეტერინარიუმში დაინერგა I-Lock Interlocking Nail System
24 მარტი 2026
PCR ტესტირება ვეტერინარიუმში ფასდაკლებით
23 მარტი 2026
კუჭში უცხო სხეულის წარმატებული ენდოსკოპიური ევაკუაცია
20 მარტი 2026