აბიტურიენტების დაჯილდოვება კამპუსში

05 მაისი 2014

3 მაისს კამპუსს აბიტურიენტების ეწვივნენ, რომლებმაც თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მიერ გამოცხადებულ კონკურსებში - ედისონის ლიგა, ლავუაზიეს წრე, Street Art, ჰაკათონი და ფიზიკოს-ექსპერიმენტატორთა კონკურსი - მიიღეს მონაწილეობა და შესაბამისად სასწავლო ვაუჩერები მოიპოვეს.

აბიტურიენტების სტუმრობის მიზანი, მათთან ხელშეკრულებების გაფორმება იყო. მოპოვებული ვაუჩერების მეშვეობით მათ სწავლის გადასახადი შეუმცირდებათ.

შეხვედრაზე აგრარული უნივერსიტეტის რექტორი, ლაშა გოცირიძე და თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერი, ვატო ლეჟავა გაესაუბრნენ აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს და მიაწოდეს ინფორმაცია უნივერსიტეტის დაფინანსების სისტემების შესახებ.

მსგავსი სიახლეები