აბიტურიენტებმა სასწავლო ვაუჩერები მიიღეს

29 ივლისი 2013

გაზაფხულზე საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა აბიტურიენტებისთვის ორი შემეცნებითი კონკურსი „ლავუაზიეს წრე“ და „ედისონის ლიგა“ ჩაატარა.

კონკურსში მონაწილეობა 235-მა აბიტურიენტმა მიიღო.

ორივე კონკურსის უკლებლივ ყველა მონაწილე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიურ ან აგრარულ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩაბარების შემთხვევაში, სასწავლო გრანტს მიიღებს.

30 ივლისს, 12:00 საათზე მონაწილეებს 400 ლარიან, 800 ლარიან, 1200  და 2700 ლარიან სასწავლო ვაუჩერებს დაურიგებენ, რომელთა გამოყენებაც საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე ჩაბარების შემთხვევაში შეეძლებათ. 

ორივე კონკურსის გამარჯვებული გუნდები კი აგვისტოს თვეში საზღვარგარეთ მიემგზავრებიან. 

ადგილმდებარეობა: დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი, დავით აღმაშენებლის მე-13 კმ. საკონფერენციო დარბაზი 

მსგავსი სიახლეები