აჩუქე სიცოცხლე - გაიღე სისხლი

11 ივნისი 2013

ოთხშაბათს, 12 ივნისს, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ჩატარდა აქცია „აჩუქე სიცოცხლე - გაიღე სისხლი“.

ყოველწლიურად სისხლისა და სისხლის პროდუქტების გადასხმა უზრუნველყოფს მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას, პაციენტებს ეხმარება სიცოცხლის გახანგრძლივებაში, გამოჯანმრთელებაში, რთული სამედიცინო პროცედურებისა და ქირურგიული ოპერაციების წარმატებით განხორციელებაში.

მსოფლიოში სისხლზე მოთხოვნა არსებულ მარაგს აღემატება და სისხლის ბანკები ხშირად საჭირო ოდენობით სისხლის მარაგის შექმნის პრობლემას აწყდებიან.

სისხლის დონაცია არის პროცესი, როდესაც ჯანმრთელი ადამიანი გასცემს სისხლს.
წვეთი სისხლიდან იწყება სიცოცხლე. შენს მიერ გაცემულმა სისხლმა შეიძლება სამი ადამიანის სიცოცხლე იხსნას (სისხლიდანგამოყოფენკომპონენტებს: სისხლისპლაზმას, თრომბოციტულდაერითროციტულმასას, რომლებიცცალ-ცალკეშეიძლებაგამოყენებულიქნასსაჭიროებისამებრსამისხვადასხვაპაციენტისათვის)

 

სისხლის დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი 18-დან 60 წლამდე თუ:

  • თქვენი წონა - 50-კგ და მეტია;
  • არ გაქვთ გადატანილი ვირუსული ჰეპატიტები B და C,
  • სიფილისი, ტუბერკულოზი;
  • არ ხართ ინფიცირებული აივ ინფექციით;
  • არ გაქვთ სისხლის ან ონკოლოგიური დაავადებები;
  • არ ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში:

  • არ გქონიათ გადატანილი ქირურგიული ოპერაცია;
  • არ გაგიკეთებიათ ტატუ;
  • არ გქონიათ სხვის სისხლთან კონტაქტი;
  • ქალებს ბოლო 6 თვის მანძილზე არ ჰქონიათ ორსულობა.
  • დონაციის დღეს, დონორი უნდა იყოს პრაქტიკულად ჯანმრთელი - არ უნდა ჰქონდეს სიცხე, სურდო, კატარი, სხვა გრიპოზული მოვლენები.

ადამინი, ვინც დონორობას აპირებს, უნდა იცოდეს შემდეგი:

  • სისხლის დონორობა აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის;
  • სისხლის დონორმა დონაციის ანკეტაში შეტანილ ყველა შეკითხვას გულახდილად უნდა გასცეს პასუხი;
  • თუ სისხლის ჩაბარების შემდეგ გაგახსენდათ რაიმე მიზეზი, რომლის გამოც თქვენი სისხლის გამოყენება არ არის სასურველი, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ სისხლის ბანკს, თუნდაც მიზეზის მითითების გარეშე;
  • სისხლის ჩაბარება რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში;
  • სისხლის ჩაბარების დღეს უმჯობესია დილით მსუბუქად წაიხემსოთ და მიიღოთ ტკბილი ჩაი. თავი უნდა შეიკავოთ თამბაქოსა და ანალგეტიკების მიღებისაგან;
  • სისხლის ხელმეორედ ჩაბარება შეიძლება 2 თვის შემდეგ;

 

აქციაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო.  თითოეული დონაცია სიცოცხლის საჩუქარია.

დრო: აქცია აგრარულ უნივერსიტეტში  ჩატარდა 12 ივნისს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე.  

ადგილმდებარეობა: დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი (დავით აღმაშენებლის მე-13 კმ.; აგრარული უნივერსიტეტი) მიკრობიოლოგიის სასწავლო ლაბორატორია (#107)

აქცია საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ტარდება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრსი მხარდაჭერით. 

მსგავსი სიახლეები