"აგრარულ მეცნიერებათა მემატიანე" "ელსევიერის" ბაზაში

08 აპრილი 2016

"ელსევიერის" უმსხვილეს ელექტრონულ ბაზაში ინგლისურენოვანი სამეცნიერო ჟურნალი - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის "აგრარულ მეცნიერებათა მემატიანე" განთავსდა.

2015 წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და "ელსევიერის" უმსხვილეს სამეცნიერო ელექტრონულ გამომცემლობის შეთანხმების შედეგად "ელსევიერმა", ბაზაში განსათავსებლად, საქართველოში შეარჩია ორი ინგლისურენოვანი სამეცნიერო ჟურნალი: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის "აგრარულ მეცნიერებათა მემატიანე" და "ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის ნაშრომები".
 
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აღნიშნულ მომსახურებაში ოთხი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 432 667 ევროს გადაიხდის.
 
"ელსევიერმა" შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ უნივერსიტეტის ჟურნალი "Annals of Agrarian Science"-ის პირველი ნომერიში გამოსცა და განათავსა ელეტრონულ პლატფორმა Sciencedirect-ზე.
 

 

 

მსგავსი სიახლეები