აგრარულ უნივერსიტეტში შესრულებული პროექტის წარმატება IYIPO-ზე

24 აპრილი 2016

2016 წლის 21-23 აპრილს, თბილისი მოლში ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადა IYIPO-ს საერთაშორისო ტური გაიმართა, რომელიც წელს მეათედ ჩატარდა და მასში მონაწილეობა 150-ზე მეტმა პროექტმა მიიღო.

კონკურსში 45 ქვეყნის 200-მდე ნორჩი მეცნიერი იღებდა მონაწილეობას შემდეგ დისციპლინებში: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, ინფორმატიკა და ინჟინერია.

IYIPO-ს ფინალურ ტურში ქიმიის დისციპლინაში გაიმარჯვა და მეორე ადგილი დაიკავა პროექტმა "უნივერსალური ინდიკატორის ქაღალდის დამზადება ბუნებრივი ანტოციანინების საფუძველზე" - დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის გუნდმა: გიორგი მეშვილდლიშვილი (მე-12 კლასი), ალექსანდრე ფიჩხაძე (მე-11 კლასი), პედაგოგი თიკა ბუთხუზი.

ასევე, ქიმიის დისციპლინაში გაიმარჯვა და მეორე ადგილი დაიკავა პროექტმა "მეორადი ზეთების უტილიზაცია და მათი ბიოდიზელად გარდაქმნა" - ილია ჭავჭავაძის სახელობის #2 საჯარო სკოლის გუნდმა: თამარ კუპატაძე (მე-11 კლასი), ლევან ლობჟანიძე (მე-11 კლასი), პედაგოგი ელისო აბრამიშვილი.

გამარჯვებული პროექტის მონაწილეები დაჯილდოვდნენ ვერცხლის მედლებით.

ორივე გამარჯვებული პროექტი შესრულებული იყო საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში დოქტორ თეა მათითაიშვილის ხელმძღვანელობით.

მსგავსი სიახლეები