აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტები კვლავ საუკეთესოები არიან

28 აგვისტო 2017

 
აგრარულმა უნივერსიტეტმა განიმტკიცა პოზიცია ლიდერებში და მრავალპროფილურ უნივერსიტეტებს შორის მეორეა.
 
თავისუფალი უნივერსიტეტი კი ისევ პირველია და რჩება უნივერსიტეტებს შორის უპირობო ლიდერად.
 
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით თავისუფალი უნივერსიტეტი ისევ ყველაზე სასურველი უმაღლესი სასწავლებელია მაღალქულიანი აბიტურიენტებისთვის.
 
აგრარულის საშუალო ქულა, თავისუფალი უნივერსიტეტის მსგავსად, კიდევ უფრო მაღალია, წინა წლებთან შედარებით.
 
ეს ის უნივერსიტეტია, 5 წლის წინ ასეთ რეიტინგში რომ არ იძებნებოდა, დღეს კი უკვე ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს.
 
მადლობა ნდობისთვის, სწორი არჩევანისთვის და გილოცავთ! თქვენ ნამდვილად საუკეთესო უნივერსიტეტში მოხვდით!
 
საუკეთესოები კი საუკეთესოს ირჩევენ <3

მსგავსი სიახლეები