აგრარული უნივერსიტეტი მევენახეობა-მეღვინეობის სტუდენტების გერმანიაში გაემგზავრებიან

10 სექტემბერი 2016

აგრარული უნივერსიტეტი მევენახეობა-მეღვინეობის სპეციალობის საუკეთესო სტუდენტებს გერმანიაში, გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში უკვე მეორედ აგზავნის.

ამჯერად გერმანიაში თეკლე ზაკალაშვილი, ქეთევან ყოჩიაშვილი, დავით თარხნიშვილი და გიორგი ფოცხვერაშვილი გაემგზავრებიან.

სტუდენტების პირველი ნაკადი, მარიამ გაგოშიძე და დავით ბუჩუკური, გერმანიაში 10 ოქტომბერს გაემგზავრა.

ევროკავშირის „ერასმუს პლუს" პროგრამის დაფინანსებით აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები გერმანიაში მომავალშიც გაემგზავრებიან მევენახობა-მეღვინეობისა და ღვინის ბიზნესის სპეციალობებზე სასწავლებლად.

მსგავსი სიახლეები