აგრარული უნივერსიტეტი საერთაშორისო კოლაბორაციის ბორდის წევრად აირჩიეს

13 მარტი 2017

8 მარტს საერთაშორისო კოლაბორაციის ბორდის (JEDI) გადაწყვეტილებით აგრარული უნივერსიტეტი და ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულება ერთხმად აირჩიეს კოლაბორაციის წევრად.

კოლაბორაციულ შეხვედრაზე, რომელიც წელიწადში ორჯერ იმართება, აგრარული უნივერსიტეტი წარადგინა საინჟინრო-ტექნოლოგიური სკოლის დეკანმა, ზაზა მეტრეველმა, რომელმაც ისაუბრა ბოლო 1 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა და სამომავლო გეგმების შესახებ.

ასევე, საინჟინრო სკოლის მაგისტრანტმა, ოთარ ჯავახიშვილმა წარადგინა მოხსენება მის მიერ კოლაბორაციის თემატიკაზე ჩატარებულ კვლევებზე.

ზაზა მეტრეველს ასევე ჰქონდა შეხვედრა იულიხის ცენტრალური ელექტროინჟინერიისა და ანალიტიკის ინსტიტუტის დირექტორთან, სტეფან ვან ვასენთან, რომელიც 2016-ის შემოდგომაზე იმყოფებოდა საქართველოში, მოინახულა კამპუსი და ჩვენი უნივერსიტეტები და კონფერენციაზე მოხსენებითაც გამოვიდა.

შეხვედრისას ზაზა მეტრეველი და სტეფან ვან ვასენი შეთანხმდნენ, რომ ცენტრალური ელექტროინჟინერიისა და ანალიტიკის ინსტიტუტის დირექტორი მაისის დასაწყისში ისევ ეწვევა ჩვენ უნივერსიტეტს და სტუდენტებისთვის ლექციების ფორსირებულ კურსს წაიკითხავს.

ასევე, საინჟინრო სკოლის მაგისტრანტი ოთარ ჯავახიშვილი და ბაკალავრი მიქაელ გაგოშიძე გერმანული მხარის დაფინანსებით ერთი თვის განმავლობაში იულიხში, ექსპერიმენტებში მიიღებენ მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები