აგრარული უნივერსიტეტი წელს პირველ ნომრად 26%-ით მეტმა აბიტურიენტმა აირჩია
14 აგვისტო 2015
2015 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აგრარული უნივერსიტეტი პრიორიტეტული უმაღლესი სასწავლებელი 26%-ით მეტი აბიტურიენტისთვის აღმოჩნდა.
აგრუნი წელს პირველ ნომრად 764-მა აბიტურიენტმა აირჩია.
შარშანდელ, 2014 წლის გამოცდებზე ეს მაჩვენებელი 602 იყო.
ტრადიციულად, მაღალი მოთხოვნაა თავისუფალ უნივერსიტეტზე, რომელიც შარშანდელთან შედარებით პირველ ნომრად უფრო მეტ აბიტურიენტს აქვს არჩეული.
უნივერსიტეტები მადლობას უხდიან აბიტურიენტებს ნდობისთვის!