აგრარული უნივერსიტეტის 9 სტუდენტი სწავლას უნგრეთში გააგრძელებს

17 სექტემბერი 2014

საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის საფუძველზე, რომელიც დაფუძნებულია უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის დადებულ მემორანდუმზე, საქართველოდან 24 სტუდენტი შეირჩა, რომლებიც სწავლას უნგრეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში გააგრძელებენ.

სწავლა სრულად ფინანსდება და მოიცავს როგორც ბაკალავრიატს, ისე მაგისტრატურას.

გამარჯვებულ აპლიკანტებს უნგრული მხარე უფასო სასწავლო კურსს, საცხოვრებელს, სამედიცინო დაზღვევასა და ყოველთვიურ სტიპენდიას სთავაზობს.

მთელი საქართველოს მასშტაბით შერჩეული 24 სტუდენტიდან 9 აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტია:

მერი ეგნატაშვილი, მერი გაბელაია, ჟუჟა ხაჭაპურიძე (კვების ტექნოლოგია);
ქეთევან ლომიტაშვილი, დავით თარხნიშვილი, საბა ბაღდავაძე (მეღვინეობა);
ბექა გიორგობიანი (ვეტერინარია);
ბექა თბილელაშვილი, შოთა ბერიძე (აგრონომია).

სტუდენტები უნგრეთში შესაბამის ფაკულტეტებზე გააგრძელებენ სწავლას.

აგრარული უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ულოცავს სტუდენტებს მიღწეულ წარმატებას.

მსგავსი სიახლეები