აგრარული უნივერსიტეტის გუნდის გამარჯვება

05 ივლისი 2016

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა" და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებული დასაქმების ფორუმში აგრარული უნივერსიტეტის გუნდმა გაიმარჯვა!
 
საუკეთესო პროექტის ავტორ გუნდს, "გამბუზიას" აგრარული უნიევრსიტეტის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის მესამე კურსის სტუდენტები, მიქაელ გაგოშიძე, ერეკლე ლეჟავა და ერეკლე მატიაშვილი წარმოადგენდნენ.
 
დასაქმების ფორუმში, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულების 400-მდე სტუდენტმა და მაგისტრანტმა მიიღო მონაწილეობა.
 
კრეათონზე 15-მა სამუშაო ჯგუფმა GWP-ის მენტორებთან ერთად წყალმომარაგების სფეროს ინოვაციურ იდეებზე იმუშავეს და პროექტები პრეზენტაციის სახით წარადგინეს.
ჟიურიმ სამი საუკეთესო ინოვაციური იდეის მქონე, გამარჯვებული გუნდი გამოავლინა.
ჟიურის შემადგენლობაში ასევე იყო აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ელექტრო სისტემებისა და კომპიუტერული ინჟინერიის დარგში აკაკი ფაღავა.
 
გამარჯვებული გუნდი ორგანიზატორისგან ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან და სამთვიან სტაჟირების პროგრამას გაივლიან.

მსგავსი სიახლეები