აგრარული უნივერსიტეტის გუნდის ზედიზედ მეორე გამარჯვება კრეათონში

29 ივნისი 2017

აგრარული უნივერსიტეტის გუნდის ზედიზედ მეორე გამარჯვება კრეათონში.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ტექნოპარკში  კრეათონის  გამარჯვებული გუნდები გამოავლინა. კონკურსი პირველად შარშან ჩატარდა და ორივეჯერ პირველი ადგილი აგრარული უნივერსიტეტის გუნდმა დაიკავა.
 
კონკურსი 23 ივნისს დაიწყო და მასში მონაწილეობა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა მიიღეს.
 
ჟიურიმ ოთხი საუკეთესო, ინოვაციური იდეის მქონე გამარჯვებული გუნდი გამოავლინა და ფულადი პრემიით დააჯილდოვა. გამარჯვებულები კომპანიაში სტაჟირების პროგრამას გაივლიან, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. ყველა სხვა მონაწილეს კი დიპლომი გადაეცემა.
 
პირველ ადგილზე, საუკეთესო პროექტის ავტორი, აგრარული უნივერსიტეტის გუნდი - "გამბუზია" გავიდა, რომელიც ასევე წინა წლის კრეათონის გამარჯვებული გუნდია.

ასევე, მესამე ადგილზე გავიდა აგრარული უნივერსიტეტის გუნდი "ფურიე".

პირველი ადგილი - "გამბუზია"

1.       მიქაელ გაგოშიძე

2.       ერეკლე ლეჟავა

3.       ერეკლე მატიაშვილი

4.       დავით კორძაია

 

მესამე ადგილი - "ფურიე"

1.       ალექსანდრე კალანდაძე

2.       დავით ხასია

3.       გრიგოლ გრიშაშვილი

4.       დიმიტრი გოდერძიშვილი

მსგავსი სიახლეები