აგრარული უნივერსიტეტის ინვესტიცია დადასტურებულია

15 მაისი 2015

ეკონომიკის სამინისტრომ ცოდნის ფონდის მიერ აგრარულ უნივერსიტეტში განხორციელებული ინვესტიცია ოფიციალურად დაადასტურა.

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციის აღიარება ჯერ საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ოქტომბრის ხოლო შემდეგ სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით დაევალა.

კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდმა იმ 50 მილიონ დოლარზე მეტი ინვესიტიციიდან, რაც უმაღლეს განათლებაში განხორციელდა, 9 მილიონი ლარი ბიუჯეტში გადაიხადა და 11 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია აგრარულ უნივერსიტეტში განახორციელა, რაც სამმა მაღალკვალიფიციურმა აუდიტორულმა კომპანიამაც (მათ შორის ორმა საერთაშორისო ორგანიზაციამ) დაადასტურა.

სასამართლოს გადაწყვეტილებამე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კანონის სრული დარღვევით და სრულიად უსაფუძვლოდ თავს არიდებდნენ ამ ინვესტიციის აღიარებას.

მსგავსი სიახლეები