აგრარული უნივერსიტეტის კიდევ ერთი მემორანდუმი
10 მარტი 2016
4 მარტს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და USAID/საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს შორის დაიდო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პრორექტორმა, მარინა ქარჩავამ და USAID-ის პროექტის ხელმძღვანელმა, ლუის რაიმონდ ფაორომ, რის შედეგადაც REAP და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი იწყებენ ურთიერთ-თანამშრომლობის პროგრამას ტექნიკური დახმარებისა და სტაჟირების მიმართულებით. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას.