აგრარული უნივერსიტეტის კიდევ სამი სტუდენტი იტალიაში ისწავლის

25 ივლისი 2017

აგრარული უნივერსიტეტის კიდევ სამი სტუდენტი იტალიაში ისწავლის.

აგრარულ უნივერსიტეტსა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ პროგრამას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლის აგრონომიის და ვეტერინარია-მეცხოველეობის სამ სტუდენტს: თეკლა გურგენიძეს, ზურაბ რურუას და აიდა სუჯიანს შემოდგომის სემესტრში სწავლა დაუფინანსდებათ პადოვას უნივერსიტეტში, იტალიაში.

პროგრამა სრულად ანაზღაურებს მგზავრობის, ცხოვრებისა და სწავლების ხარჯებს.

პროგრამის ფარგლებში მონაწილე სტუდენტები სპეციალობის გარდა, ბონუსად შეისწავლიან იტალიურ ენას.

მსგავსი სიახლეები