აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერები ახალი წარმატებული პროექტები
22 დეკემბერი 2014
აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერები კვლავ განაგრძობენ საინტეტრსო პროექტების შექმნას.
წლის ბილოს, ბოლო 2 კვირაშ სხვადასხვა ფონდის მიერ უნივერსიტეტის 13 პროექტი დაფინანსდა.
აშშ-ს სამოქალაქო კველვების და განვითარების ფონდის CRDF-Global-ის მერ გამოცხადებულ კონკურში გაიმარჯვა პროექტმა:
1. თინათინ სადუნიშვილი "საქართველოს სხვადასხვა კლიმატურ ზონაში კარტოფილის რგოლოვანი სიდამპლის მრავალფეროვნება".
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა 4-მა პროექტმა:
1. ზურაბ შუბითიძე - ბლინების საცხობი;
2. ნანა ჯაფარიძე - "ფრიქსი", ქართული მიკროკომპიუტერი;
3. ვლადიმერ ელისაშვილი - პრობიოტიკების წარმოების ინოვაციური და კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიის მასშტაბირება და კომერციალიზაცია;
4. მარიამ ჩუბინიშვილი - GEO-nema სტარტაპის შექმნა.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და "მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის უკრაინაში" მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა 2-მა პროექტმა:
1. ელიზბარ ელიზბარაშვილი - კლიკ-ქიმიის გამოყენება მაკრომოლეკულურ და მაკროციკული სინთეზებში;
2. გიორგი ადამია - ქიმიურად დაბინძურებული წყლების გასასუფთავებლად წყალმცენარე სპირულინას გამოყენების შესაძლებლობების კვლევა.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ კონფერენციისა და სტაჟირების კონკურსში გამარჯვებული პროექტები:
1. ბესო ლასარეიშვილი - ბიორეგულაციური მედიცინის პრიორიტეტები, უსაფრთხოება და პერსპექტივები ჯანდაცვის სისტემასა და ვეტერინარიაში;
2. ნინო ზავრადაშვილი - ახალი არგინინ და სპერმინშემცველი კატიონური პოლიმერები, როგორც ანტიმიკრობული და გენების ტრანსფექციის აგენტები;
3. თეა არაბული - სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელი ევროპული წითელი ტკიპის -Panonychus ulmi-ის (Acari, Tetranychidae) ბიოლოგიური კონტროლი;
4. შალვა ბარჯაძე - საქართველოს ბუგრების (Hemiptera, Aphididae) ბარკოდინგი;
5. ნინა კულიკოვა - საფერავის ჯიშის ყურძნიდან გამოყოფილი პოლიფენოლური ნაერთების ლიპიდური მეტაბოლიზმის მარეგულირებელი მოქმედების შესწავლა არა-ალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის დაავადების in vitro და in vivo მოდელზე;
6. აზა კობახიძე - ლიგნინ-დამშლელი ფერმენტების იმობილიზაცია ნანონაწილაკებზე და გამოყენება.
ასევე, სხვადასხვა ფონდებში წარდგენილია 82 სამეცნიერო-კვლევითი პროექტი, ხოლო შედეგებს უნივერსიტეტი 2015 წლის პირველ ნახევარში ელოდება.