აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერები კვალიფიკაციას იმაღლებენ
01 ნოემბერი 2016
მეაბრეშუმეები - ირაკლი გუჯაბიძე, ზოია წყარუაშვილი და გიორგი ფორჩხიძე იმყოფებოდნენ ჩინეთში 1 თვიან სემინარზე. ვიზიტი ჩინეთის საკონსულომ დააფინანსა.
აგრეთვე, დოქტორანტი გიორგი კირკიტაძე იმყოფებოდა ბერლინის ბუნებისმეტყველების მუზეუმში 3 თვით. გიორგი კირკიტაძე ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის ფარგლებში გაემგზავრა.
ასევე, მეაბრეშუმე მაია ხუციშვილი გაემგზავრა იაპონიაში, კიუშუს უნივერსიტეტში, 4 თვით.
მაიამ ხუციშვილმა გაიარა კონკურსი და ფონდის მიერ წელიწადში დაფინანსებულ 20-მდე მეცნიერს შორის მოხვდა. იგი იაპონიაში მსოფლიოში ყველაზე დიდ აბრეშუმის ჭიის გენოფონდის ლაბორატორიაში იმუშავებს და მაცუმას საერთაშორისო ფონდის დაფინანსებით წავიდა.