აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერები საუკეთესოებად დასახელდნენ
10 სექტემბერი 2016
2 სექტემბერს გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან შექმნილი საკონკურსო განაცხადების შემფასებელი საკონკურსო კომისიის სხდომა.
კომისიამ შეაფასა 68 საკონკურსო განაცხადი.
2016 წლის საუკეთესო სამეცნიერო-კვლევით ჯგუფად დასახელებულია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მცენარეული სუბსტრატების ბიოკონვერსიის ლაბორატორიის წევრები: პროფესორი ვლადიმერ ელისაშვილი, აკადემიური დოქტორი ევა ქაჩლიშვილი, PhD მიხეილ ასათიანი და PhD აზა კობახიძე.