აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ მოგებული მორიგი გრანტი

17 იანვარი 2017

შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურში გაიმარჯვა აგრარული უნივერსიტეტის პროექტმა "საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტუბერკულოზის გავრცელება და გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე".

პროექტის ბიუჯეტი 140 000 ლარი.

კვლევის მიზანს წარმოადგენს ტუბერკულოზით დაავადებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გამოვლენა რეგიონების მიხედვით და მისი შესაძლო გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

გამოკვლევები მოგვცემს ღირებულ ინფორმაციას მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტუბერკულოზის გავრცელების მარშრუტების შესახებ ქვეყნის მასშტაბით.

გაანალიზებული იქნება დაავადების პოტენციური გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ასევე მოხდება მაღალი რისკების ზონების გამოყოფა.

პროექტის ფარგლებში დასახული მიზნები და ამოცანები და მათი გადაჭრის გზები მთლიანობაში ემსახურება ქვეყანაში წარმოებული სურსათის უსაფრთხოებას და მოსახლეობის ჯანმრთელობას.

პროექტის მენეჯერები: ლევან ციცქიშვილი - ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი.
პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: თენგიზ ყურაშვილი, სავეტერინარო მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი - ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

პროექტის შემსრულებლები:

ლევან მაკარაძე - ვეტრინარია-მეცხოველეობის მიმართულების ხელმძღვანელი, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
იური ბარათაშვილი - ვეტერინარიის აკადემიური დოქტორი,ტუბერკულოზის სპეციალისტი.
ლომთაძე ნინო - ტუბერკულოზის ინსტიტუტის თანამშრომელი.

მსგავსი სიახლეები