აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ მომზადებული გუნდის წარმატება

26 თებერვალი 2015

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა - საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, სკოლის მოსწავლეებისათვის კონკურსი ჩაატარა.

კონკურსი ემსახურებოდა ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში, მათ მოტივაციის გაზრდას ჩაერთონ აღნიშნულ დისციპლინებში, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, თბილისის მერი დავით ნარმანია, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

კონკურსის ფინალში მონაწილეობდა 10 გუნდი.

მეორე ადგილი მოიპოვა სკოლა "ქართული სასწავლებელი - თბილისის" გუნდმა (სალომე ჯავაშვილი, ალექსანდრე ვეშაპელი, ლევან ვეშაპიძე, სერგო ბარამია) "ნორჩი ქიმიკოსები", რომლის მენტორებიც აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერები, დოქტორი სოფიო კობაური და პროფესორი რამაზ ქაცარავა გახლდნენ, ხოლო ქიმიის პედაგოგი და გუნდის ინსტრუქტორი დოქტორი ირმა ლაგვილავა.

მოსწავლლებმა საინტერესო კვლევა ჩაატარეს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტში და კონკურსის ფინალში წარმოადგინეს პროექტი - "სამედიცინო დანიშნულების ნანონაწილაკების მიღება ბიოდეგრადირებადი პოლიმერების საფუძველზე".

გუნდი 3 000 ლარით დაჯილდოვდა.

პირველ ადგილზე ახალციხის მე-6 ხოლო მესამეზე კომაროვის 199-ე საჯარო სკოლების გუნდები გავიდნენ.

მსგავსი სიახლეები