აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერების სტატია გამომცემლობა Springer-ის კრებულში
31 მაისი 2015
გამომცემლობა Springer-ის კრებულში - Book Series-Advances in experimental medicine and biology: Infectious Diseases and Nanomedicine (იმპაქტ ფაქტორი 1.825) გამოქვეყნდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტურის და ლოზანის ფედერალური ტექნოლოგიის ინსტიტუტის (შვეიცარია) თანამშრომელთა ერთობლივი სტატია: „Cell Compatible Arginine ContainingCationic Polymer: One-Pot Synthesisand Preliminary Biological Assessment".
სტატიის ავტორები არიან: ნ. ზავრადაშვილი, თ. მემანიშვილი, ნ. კუპატაძე, ლ. ბალდი, კ. შენ, დ. ტუღუში, ქ. ვანდრეი, რ. ქაცარავა.
მეცნიერებმა დაასინთეზეს და შეისწავლეს გვერდით ჯაჭვებში α–ამინომჟავა არგინინის ნაშთების შემცველი, ბიოდეგრადირებადი კატიონური პოლიმერი, რომელიც მიღებულია სინთეზის ახალი სტრატეგიით, ე.წ. ორსტადიიანი სინთეზით ერთ რეაქტორში (one pot synthesis).
ახალი პოლიმერი გამოირჩევა მაღალი ციტოშეთავსებადობით.
წარმოქმნის ნანოკომპლექსებს (120-180 ნმ) დნმ-თანშედარებით დაბალი მასური თანაფარდობისას და პერსპექტულია გენგადამტანი (ტრანსფექციის), აგრეთვე ანტიბაქტერიული აგენტის სახით.