აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერების სტატია ჟურნალში Applied Sciences

19 დეკემბერი 2016

გამომცემლობა MDPI (ბაზელი, შვეიცარია) ჟურნალში Applied Sciences (იმპაქტ ფაქტორი 1.73) გამოქვეყნდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის თანამშრომელთა ერთობლივი სტატია:

„Biodegradable Nanoparticles Made of Amino-Acid-Based Ester Polymers: Preparation, Characterization, and In Vitro Biocompatibility Study“.

სტატიის ავტორები არიან: თემურ ქანთარია, თენგის ქანთარია, სოფიო კობაური, მარიამ ქსოვრელი, თინათინ ქაჩლიშვილი, ნინა კულიკოვა, დავით ტუღუში და რამაზ ქაცარავა.

სტატია ეძღვნება ორიგინალური ბიოდეგრა­დი­რებადი პოლიმერების საფუძველზე ნანოზომის კონტეინერების - ნანონაწილეკების მიღებასა და ბიოშეთავსებადობის კვლევას ცდებში in vitro.

მიღებულია ახალი, ბიოდეგრადირებადი ნანონაწილაკები - წამლის და ბიოქატიური ნივთიერებების გადამტანი კონტეინერები. ამ ნანონაწილაკების უპირატესობა მდგომარეობს მათ მაღალ ბიოშეთავსებადობაში, ასევე მათ უნარში დაგეგმილი ფუნქციის შესრულების შემდეგ დაიშალონ და უვნებლად გამოიდევნონ, ან ასიმილირდნენ ორგანიზმში.

მეცნიერების სტატია აგრარული უნივერსიტეტის ხელშეწყობით გამოქვეყნდა.
 
ვულოცავთ მეცნიერებს წარმატებას!

 

 

 

მსგავსი სიახლეები