აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერების სტატია ჟურნალში Intern. J. Molec. Sci.

29 მაისი 2015

გამომცემლობამ MDPI (ბაზელი, შვეიცარია) ჟურნალში Intern. J. Molec. Sci. (იმპაქტ ფაქტორი 2.337) გამოაქვეყნა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტისა და კატალონიის ტექნიკური უნივერსიტეტის (ბარსელონა, ესპანეთი) თანამშრომელთა ერთობლივი მიმოხილვითი სტატია: „Synthesis, Properties and Applications of Biodegradable Polymers Derived from Diols and Dicarboxylic Acids: From Polyesters to Poly(ester amide)s. Review".

სტატიის ავტორები არიან: ა. დიასი, რ. ქაცარავა, ჯ. პუიჯალი.

სტატიაში მეცნიერებმა მიმოიხილეს ბიოსამედიცინო დანიშნულების ბიოდეგრადირებადი პოლიმერები - პოლიესტერები და ახალი კლასის ამინომჟავური პოლიეს-ტერამიდები, რომელთა სინთეზს საფუძველი ჩაეყარა ქართველ მეცნიერთა (პროფ. რ. ქაცარავა და თანამშრ.) მიერ.

მიმოხილვითი სტატია სასარგებლია ბიოდეგრადირებადი პოლიმერების მიღებისა და გამოყენების სფეროში მომუშავე მეცნიერებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის.

მსგავსი სიახლეები