აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერების ტატია ჟურნალ Biomacromolecules-ში
28 მაისი 2015
ამერიკის ქიმიური საზოგადოების (ACS) ჟურნალში Biomacromolecules (იმპაქტ ფაქტორი 5.788) გამოქვეყნდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტის, ბოსტონის ნორდისტერნ უნივერსიტეტის (აშშ) და ლოზანის ფედერალური ტექნოლოგიის ინსტიტუტის (შვეიცარია) თანამშრომელთა ერთობლივი სტატია: "Arginine-Based Biodegradable Ether−Ester Polymers with LowCytotoxicity as Potential Gene Carriers".
სტატიის ავტორები არიან: თ. მემანიშვილი, ნ. ზავრადაშვილი, ნ. კუპატაძე, დ. ტუღუში, მ. გვერდწითელი, ვ. ტორჩილინი, ქ. ვანდრეი, ლ. ბალდი, ს.ს. მანოლი, რ. ქაცარავა.
სტატია ეძღვნება α–ამინომჟავა არგინინის საფუძველზე ახალი კატიონური პოლიმერების სინთეზსა და კვლევას. კერძოდ, მიღებულ პოლიმერებს აღმოაჩნდათ ბაქტერიციდული თვისებები და მაღალი ციტოშეთავსებადობა. აღნიშნული პოლიმერები არის ბიოდეგრადირებადი, ანუ დაიშლება ორგანიზმში დაკისრებული ფუნქციის შესრულების შემდეგ. გარდა ამისა, ახალი პოლიკატიონები წარმოქმნიან ნანოკომპლექსებს (200 ნმ) დნმ-თან და პერს¬პე¬ქტულია გენგადამტანი (ტრანსფექციის) აგენტების სახით.