აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერი ბოსტონის ნორდისტერნ უნივერსიტეტში გაემგზავრება

20 თებერვალი 2015

აგრარული უნივერსიტეტის ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტის თანამშრომერლი ნინო ზავრადაშვილი 8 თვით ბოსტონის (აშშ) ნორდისტერნ უნივერსიტეტში (Northeastern University, Boston) გაემგზავრება.

ნინო ბოსტონის უნივერსიტეტში ფარმაცევტული ბიოტექნოლოგიისა და ნანომედიცინის ცენტრში ჩაატარებს კვლევებს უჯრედულ კულტურებზე, ინსტიტუტში შიდა საუნივერსიტეტო გრანტის ფარგლებში მიღებული ახალი კატიონური პოლიმერების ციტოტოქსიკურობისა და ტრანსფექციული აქტივობის შესწავლის მიზნით.

ნინო ზავრადაშვილის ვიზიტი აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global), შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მიერ პროგრამის "დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მდგრადი მეცნიერება საქართველოსთვის" ფარგლებში გამოცხადებული "ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა მხარდაჭერის" 2013 წლის კონკურსში აგრარული უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი და პროექტის "ახალი კატიონური პოლიმერები არგინინისა და სპერმინის საფუძველზე, როგორც ანტიმიკრობული და გენის ტრანსფექციის აგენტები" გამარჯვების შემდეგ დაიგეგმა.

მსგავსი სიახლეები