აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერი ვალენსიაში მოხსენებით გამოვა

17 ნოემბერი 2017

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სერგი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის, პროკარიოტებისა და საფუვრების ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ნინო გაგელიძემ მიიღო მოწვევა, ესპანეთში, მცენარეთა მეცნიერებისა და ბიოუსაფრთხოების ყოველწლიურ კონგრესზე მოხსენების სახით მონაწილეობის მისაღებად.

კონგრესის თემაა "საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება მცენარეთა დასაცავად". კონგრესი ჩატარდება ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში 2018 წლის ივლისში.

 

მსგავსი სიახლეები