აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერის სტატია ELSEVIER-ის წიგნში
09 აგვისტო 2017
გამომცემლობა ELSEVIER-მა გამოსცა ახალი წიგნი Clay-Polymer Nanocomposites, რომლის მე-7 თავი (Chapter 7: Bionanocomposites) დაწერილია ბარსელონას ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ ჯორდი პუიჯალისა (Jordi Puiggalí) და აგრარული უნივერსიტეტის პროფესორ რამაზ ქაცარავას მიერ.
თავი ეძღვნება ბუნებრივი და სინთეზური ბიოდეგრადირებადი პოლიმერების საუძველზე მიღებულ კომპოზიციურ მასალებს, რომლებიც შეიცავენ ნანო-შემავსებლებს, მათ შორისაა ბაქტერიოფაგებისა და ვერცხლის ნანონაწილაკების შემცველი ბაქტერიციდული ნანოკომპოზიტები.