აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერის სტატია Royal Society of Chemistry-ს ჟურნალში
04 ივნისი 2015
ქიმიის სამეფო საზოგადოების (Royal Society of Chemistry) ჟურნალში: Polymer Chemistry (იმპაქტ ფაქტორი 5.368) გამოქვეყნდა აქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტურის და კატალონიის ტექნიკური უნივერსიტეტის (ბარსელონა, ესპანეთი) თანამშრომელთა ერთობლივი სტატია: "Microfibres of conducting polythiophene and biodegradable poly(ester urea) for scaffolds".
სტატიის ავტორებია: მ. პლანელას, მ.მ. პერეს-მადრიგალ, ლ.ჯ. დელ ვალე, ს. კობაური, რ. ქაცარავა, კ. ალემან, ჯ. პუიჯალი.
მეცნიერებმა ქართული მხარის მიერ სინთეზირებული ორიგინალური ამინომჟავური ბიოდეგრადირებადი პოლიესტერშარდოვანას და ესპანური მხარის მიერ ელექტროგამტარი პოლიმერის - პოლი(3-თიოფენ მეთილაცეტატის) საფუძველზე ელექტროდართვის მეთოდით მიიღეს ჰიბრიდულ ელექტროგამტარი და ბიოდეგრადირებადი მიკრო-ჭკოები, რომლთა გამოყენება პერსპექტულია ბიომედიცინაში სხვადასხვა ტიპის უჯრედების პროლიფერაციისა და დიფერენციაციისათვის, წამლის კონტროლირებადი გამოყოფის სისტემების დიზაინისათვის და სხვ.