აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერის წარმატება
24 მარტი 2015
აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერი აზა კობახიძე შვეიცარიაში გაემგზავრა და 10 ივლისის ჩათვლით სტაჟირებას ბაზელის ჩრდილო-დასავლეთ შვეიცარიის უნივერსიტეტში გაივლის.
სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების თემაა "ლიგნინდამშლელი ფერმენტების იმობილიზაცია ნანონაწილაკებზე და მათი გამოყენება ჩამდინარე წყლების ბიორემედიაციაში".
მეცნიერმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურში გამარჯვების შედეგად მიიღო შვეიცარიაში წასვლის შესაძლებლობა.
კვლევის ხარჯებს სრულად ანაზღაურებს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
აგრარული უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ულოცავს აზა კობახიძეს მიღწეულ წარმატებას.