აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერთა სტატია "Attention, Perception, & Psychophysics"-ში

26 იანვარი 2016

გამომცემლობა Springer-ის ჟურნალმა Attention, Perception, & Psychophysics (იმპაქტ ფაქტორი 2.168) საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კოგნიტიურ ნეირომეცნიერებათა ინსტიტუტის, აბერდინის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) და ლოზანის ფედერალური ტექნოლოგიის ინსტიტუტის (შვეიცარია) თანამშრომელთა ერთობლივი სტატია: " Spatial and temporal aspects of visual backward masking in children and young adolescents " გამოაქვეყნა.

სტატიის ავტორები არიან: კარინ პილცი, მარინა კუნჭულია, ხათუნა ფარქოსაძე, მიხაელ ჰერცოგი

მეცნიერებმა შეისწავლეს მხედველობითი ინფორმაციის სივრცითი და დროითი პროცესინგის განვითრების ასაკობრივი ასპექტები.

აღმოჩდა, რომ სივრცითი და დროითი პროცესინგი რომელიც უკავშირდება მხდეველობით უკუ-შენიღბვის ფენომენს სრულფასოვნად ჩემოყალიბებულია 7 წლის ასაკში.

ამასთანავე, ყურადღების პროცესები დაკავშირებული სტიმულის პროცესინგის ოპტიმიზაცასთან სრულფასოვნად ყალიბდება მხოლოდ 11 წლის ასაკიდან.

აღნიშნული კვლევა განხორციელდა შევეიცარიული ფონდის "VELUX" -ის მახარდაჭერით.

 

მსგავსი სიახლეები