აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერთა სტატია "Experimental Brain Research"-ში
22 დეკემბერი 2015
გამომცემლობა Springer-ის ჟურნალმა Experimental Brain Research (იმპაქტ ფაქტორი 2.036) საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კოგნიტიურ ნეირომეცნიერებათა ინსტიტუტის და ფრაიბურგის უნივერსიტეტის (გერმანია) თანამშრომელთა ერთობლივი სტატია: "Effects of alcohol intake on time-based event expectations" გამოაქვეყნა.
სტატიის ავტორები არიან: მარინა კუნჭულია და როლანდ თომაშკე.
მეცნიერებმა შეისწავლეს ალკოჰოლის გავლენა დროზე დაფუძნებულ მოვლენათა მოლოდინების ფორმირებაზე ახალგაზრდა მოხალისეებში. აღმოჩდა, რომ ალკოჰოლი მნიშვნელოვნად ზღუდავს დროზე დაფუძნებული მოვლენათა მოლოდინების ფორმირების პროცესს, თუმცა არ იწვევს მის სრულ ელიმინაციას.
ეფექტი უფრო გამოხატულია ალკოჰოლის მაღალი დოზით ადმინისტრირებისას.
აღნიშნული კვლევა განხორციელდა შიდასაუნივერსიტეტო პროექტის: "ალკოჰოლის გავლენა ტემპორალურ პროცესებზე „ ფარგლებში ცოდნის ფონდის დაფინანსებით.