აგრარული უნივერსიტეტის მორიგი სამეცნიერო წარმატება

01 ივნისი 2015

29-31  მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა ამავე უნივერსიტეტის და ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული მე-3 საერთაშორისო კონფერენცია  „ფარმაცევტული მეცნიერების“ შესახებ.

კონფერენციაში ქართველ მკვლევარებთან ერთად მონაწილეობდა 14 ქვეყნის მეცნიერი. მათ შორის  საფრანგეთის, ავსტრიის, საბერძნეთის, სამხრეთ-აფრიკის, პოლონეთის, რუსეთის, ირანის  და სხვ. ქვეყნის წარმომადგენლები.

უცხოელი მეცნიერებით დაკომპლექტდა სპეციალური კომისია, რომელმაც გამოავლინა წარმოდგენილი 78 პოსტერიდან  3 საუკეთესო.  მათ შორის მე-2 ადგილი დაიკავა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფის პოსტერმა: მარინა  ბეჟუაშვილი (სამეცნიერო ხელმძღვანელი), მაგდა სურგულაძე (დოქტორანტი) პაატა ვაშაკიძე (კვების პროდუქტების ტექნოლოგიის მაგისტრანტი).

მსგავსი სიახლეები